“ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებში მხარი მათაც ზაალ უდუმაშვილს დაუჭირონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ პარტიასთან, რომელიც „კონსტიტუციაში უაზრო ცვლილებების შეტანას“ აპროტესტებდა.
„ჩვენ სექტა არ ვართ, ჩვენ ვართ გახსნილი პარტია, მითუმეტეს, რომ პარტიული კანდიდატი გვყავს. მზად ვართ პარტნიორ პარტიებს მაქსიმალური კონფორტი შევუქმნათ. რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, დედაქალაქისთვის ამაზე უკეთესი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ სად იქნება პირადად ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საზოგადოებისთვის 1-ელ ივლისს გახდება ცნობილი.
„მე კანდიდატი არ ვიქნები, მაგრამ არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმე მექნება“, - აღნიშნა ვაშაძემ.