საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით სოციალ დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით სოციალ დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით სოციალ დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი.

ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, მათ შორის იყო ჩვენი პარტიის სამი წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია 94-ე მუხლის დატოვება არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი, ჩვენი რწმენით, ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკის ინერცია. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას მის შესაცვლელად",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.