იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიქაუტაძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მდივნის პოსტზე ის ლევან მურუსიძის კლანის წევრობის გამო აირჩიეს, რაზეც მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ხმათა უდიდესი უმრავლესობით, 246 ხმით აირჩია და მსგავსი კრიტიკა მისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სასამართლო გადატვირთულია საქმეებისგან და ის პირველ რიგში, სწორედ სასამართლოს განიტვირთვას შეეცდება.

"პრობლემური საკითხები, რა თქმა უნდა, არსებობს, სასამართლო გადატვირთულია და ნომერ პირველი გამოწვევა ალბათ არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დროულად მივაწოდოთ ეს სერვისი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ელოდება და ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად ვიმუშავებთ. პრიორიტეტული იქნება ის, რომ სასამართლო განიტვირთოს ჯერ საქმეებისგან და შემდგომ უკვე მივხედავთ სხვა საკითხებსაც", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.