იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურა ორმა მოსამართლემ დააყენა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურა ორმა მოსამართლემ დააყენა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურა ორმა მოსამართლემ დააყენა. ლევან მურუსიძის შემცვლელად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე დასახელდნენ.

რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობს, ხოლო გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.

მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს უყრიან და ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთს აირჩევენ.