მეც მაქვს რეზონანსული, ე.წ პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს

მეც მაქვს რეზონანსული, ე.წ პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს

ჩემი ამოცანაა, იმ მიღწეულის შენარჩუნება, რაც დღეის მდგომარეობოთ არსებობს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

"სასამართლო დღეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ინდივიდუალური მოსამართლეების როლი თანდათან ძლიერდება. ჩემი ამოცანაც ის იქნება, რომ ამ პროცესს შევუწყო ხელი", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება მის მიმართ არსებულ კრიტიკას, გვრიტიშვილი აცადებს, რომ ე.წ. პოლოტიკური ელფერის მქონე საქმეები ყველა მოსამართლეს აქვს, თუმცა ამის გამო "ზღვარგადასული შეფასებები" არ უნდა იყოს.

"ლევან მურუსიძის მიმართ ხშირად ისმის დაუსაბუთებელი, ზღვარგადასული კრიტიკა. ეს კრიტიკაც აღარ არის, ეს შეურაცხყოფაა ღირსების შემლახავი. მე პირადად მეამაყება, რომ ლევან მურუსიძის მეგობარი ვარ. რაც შეეხება მოსამართლეების მიმართ არსებულ მოსაზრებებს მათ მიერ განხილული საქმეებიდან გამომდინარე, მეც მაქვს ასეთი რეზონანსული, ე.წ პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს, თუმცა, ეს არ უნდა აძლევდეს არავის უფლებას ზღვარგადასული, შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთების სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად არჩეული არიან მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.