არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

სასამართლო კორპუსში ადამიანი არ მოიძებნება, რომელთანაც სიახლოვე არ მაქვს, - ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან მურუსიძე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომ უმაღლესი საბჭოს წევრები მასთან დაახლოებული პირები არიან.

"შემიძლია ნებისმიერ ადამიანზე მიგითითოთ, ვისთანაც მჭიდრო, კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. კოლეგიალობაზე საუბარი აღარ არის, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა ყოფილიყო დასახელებული, იტყოდნენ, რომ ლევან მურუსიძესთან არის დაახლოებული, რადგან ყველასთან მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, ახლა უკვე თავისუფალია და შეუძლია თქვას, რომ ის პროცესი, რასაც არასამთავრობოები მის წინააღმდეგ წარმართავდნენ, მათი ღირსების შესაბამისი არ იყო.

"იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოები, რომლებსაც ჩემი პიროვნების ირგვლივ ანტიპათია ჰქონდათ, პიროვნულ დამოკიდებულებას გვერდზე გადადებენ. მიხარია, რომ ვადა ამოვწურე და ჩვეულებრივი მოსამართლე ვიქნები. არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება, რასაც აკეთებდნენ. ეს იყო სირცხვილი", - აღნიშნა მურუსიძემ.