იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად არჩეული არიან მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია. ოთხივე წევრს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 279-მა მოსამართლემ, ხმა მისცა 278-მა მოსამართლემ.

დღეს საქართველოს მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია იმართება. კონფერენციის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა.