ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დღეიდან საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს და კომენტარებს აღარ გააკეთებენ

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დღეიდან საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს და კომენტარებს აღარ გააკეთებენ

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს და კომენტარებს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„პატრიარქის ადმინისტრაციაში შევთანხმდით, რომ დღეიდან ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს, კომენტარებს და მითუმეტეს ბრიფინგებს აღარ გავაკეთებთ. მოთმინებით დაველოდებით და თვალს მივადევნებთ სასამართლო სხდომებს“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.