ნინო წილოსანი: ეს მათი მხრიდან ღალატია  საკუთარი ამომრჩევლის

ნინო წილოსანი: ეს მათი მხრიდან ღალატია საკუთარი ამომრჩევლის

მეორე დღეა საკონსტიტუციო ცვლილებებს  ვინხილავთ. დღეს მეორე მოსმენისთვის კომიტეტზე ძალიან ბევრი საკითხი დაზუსტდა და შეიცვალა.

ჩემთვის აუხსნელია ოპოზიციური პარტიების უარი ჩართულობაზე, მაშინ როცა მათი პირდაპირი დანიშნულებაა მონაწილეობა მიიღონ და ოპონირება გაგვიწიონ.

ეს საქციელი არაფერია თუ არა პასუხისმბლობისთვის თავის არიდება , ეს მათი მხრიდან ღალატია  საკუთარი ამომრჩევლისაც და უბრალოდ გაუგებარია რაში იღებენ ისინი თუგინდ ხელფასს ?

არასამთავრობო ორგანიზაციებმა  და ექსპერტებმა უფრო მეტი იმუშავეს ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა.

ისინი ეკრანის წინ უფრო ინტენსიურად მუშაობენ ვიდრე რეალურ სამუშაო სივრცეში-  ეს არის მათი სახე !