სექტემბრის ბოლომდე ევროპისა და ამერიკის ქალაქების მერებს შევხვდებით

სექტემბრის ბოლომდე ევროპისა და ამერიკის ქალაქების მერებს შევხვდებით

„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა რამდენიმე ქალაქის მერთან, ვიცე-მერთან, გუბერნატორთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე ევროპისა და ამერიკის ქალაქების მერებს შეხვდება.

„პოლონეთი არის მაგალითი, როგორ უნდა ვითარდებოდეს ქალაქი სწრაფად. ჩვენი პოლიტიკური შეხვედრები, სწორედ ამას ემსახურება. მივიღოთ ევროპელი ქალაქის მერებისგან ინფორმაცია, გავიზიაროთ გამოცდილება. საუბრის მთავარი თემა, ქალაქების განვითარება, ინვესტივიების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ადგილობრივი მერებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია მათ მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ხოჟუვის მერთან საუბრისას, განვიხილეთ ასევე მუნიციპალური ტრანსპორტისა და ეკოლოგიური საკითხები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რომ დავამარცხოთ გაჭირვება ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პარტიის წერების ვიზიტი პოლონეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპისა და ამერიკის დიდი ქალაქების მერებთან.