პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა, მიმანიშნებელი კითხვებით მიიღონ ირაკლი მამალაძისგან ის ინფორმაცია, რაც მათთვის ხელსაყრელია

პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა, მიმანიშნებელი კითხვებით მიიღონ ირაკლი მამალაძისგან ის ინფორმაცია, რაც მათთვის ხელსაყრელია

პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა, მიმანიშნებელი კითხვებით მიიღონ ირაკლი მამალაძისგან ის ინფორმაცია, რაც მათთვის ხელსაყრელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა“, ადვოკატმა ეკა ლომიძემ განუცხადა.

"ამ ეტაპზე ბრალდების მხარე თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს მოწმე ირაკლი მამალაძეს, თუმცა არის მცდელობა პროკურატურის მხრიდან მიმანიშნებელი კითხვები დასვან და ის ინფორმაცია მიიღოს, რაც მათთვის ხელსაყრელია. დღეს ჩვენთვის ცნობილი არ იყო, რომ ეს ადამიანი დაიკითხებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სიურპრიზისთვის. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ჯვარედინ დაკითხვაში. ასევე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიეცემა საშუალება, კითხვები დაუსვას მთავარ მოწმეს",- განაცხადა ადვოკატმა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე ამ წუთებში მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს.