გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წლის იუბილეს ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წლის იუბილეს ულოცავს.

პრემიერი მათ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

”დღეს შესრულდა 23 წელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს.

საამაყოა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად მუშაობს ქართული სახელმწიფოსთვის.

მადლობას ვუხდი მათ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებ წარმატებებს”, - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.