ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი

ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი

ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

უწმინდესთან გამართულ შეხვედრაზე დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მიმართა მას, თუ როგორი იყო მისი პირადი დამოკიდებულება გიორგი მამალაძის მიმართ.

”მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო. ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს”, - ბრძანა უწმინდესმა.

უწმინდესის განცხადებას მეუფე თეოდორე და მეუფე ანდრია დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ”ყველასათვის ასე იყო”.