ადვოკატი პატრიარქსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს შორის შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს

ადვოკატი პატრიარქსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს შორის შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის როგორც აუდიო, ისე ვიდეო ჩანაწერს გამოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. რამიშვილის თქმით, ის საპატრიარქოსგან შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს.

"დაველოდოთ ვიდეოჩანაწერს. საპატრიარქო ამბობს, რომ არსებობს შეხვედრის ვიდეოჩანაწერი. ჯერ სრულად ვნახოთ ის აუდიოჩანაწერიც, მოვისმენთ და ოჯახსაც აქვს თავისი პოზიცია, ვინ რას ლაპარაკობს და როგორ მიმდინარეობდა ყოველივე. ორი დღეა ოჯახი ითხოვს ამ ჩანაწერს, ეუბნებოდნენ, რომ მიაწოდებდნენ, მაგრამ გადამისამართება მიდიოდა. შევიტანთ განცხადებას და გამოვითხოვთ ამ ყველა ჩანაწერს - აუდიოს თუ ვიდეოს",- განაცხადა რამიშვილმა.