„საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება და ხაზი გაუსვა ყველა პოზიტიურ მომენტს რაც კონსტიტუციურ ცვლილებებში აისახა და აისახება საბოლოო შედეგში, ეს იყო ადამიანის უფლებები, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ძალიან სწორად განაწილების საკითხები, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც წარსულში ამ ღირებულებებს არაფრად დაგიდევდნენ და აბსოლუტურად უგულებელყოფდნენ, ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანაში ხდება პოზიტიური მოვლენები და დეტალურად აღნიშნავს და კარგად უხსნის საზოგადოებას. შესაბამისად, მათი მხრიდან ასეთი განცხადებები საერთოდ არ არის გასაკვირი,“-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შეფასებებს საქართველოს პრემიერ მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.