პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს - ჩვენ სასამართლოს საქმეში ვერ ჩავერევით, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ

პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს - ჩვენ სასამართლოს საქმეში ვერ ჩავერევით, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ

პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს - ჩვენ სასამართლოს საქმეში ვერ ჩავერევით, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში, ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ, ავთანდილ მამალაძემ პატრიარქს მიმართა.

„მე მინდა ერთი რამ ვთქვა: თქვენო უწმინდესობავ, მთელი საქართველო ელოდება სიმართლეს და ეს სიმართლე თქვენს გარეშე არ გადაწყდება და თხოვნა არის, რომ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი ყველამ“, - განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ პატრიარქმა აღნიშნა, „სწორია, ჩვენც ეგ გვინდა. სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე“.

ამის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ თუ სასამართლოს სხდომები დახურული იქნება, სიმართლეს ვერავინ გაიგებს.

„დიახ, თქვენი უწმინდესობავ, თუ სასამართლოს სხდომები დახურული იქნება და თუ სასამართლოს სხდომებს ბოლომდე დახურულ სივრცეში წაიყვანენ, ლოგიკურად, სიმართლეს ვერც მე გავიგებ და ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის, ვერც ერთი ვერ დავინახავთ სიმართლეს“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თავის მხრივ, პატრიარქმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესში ვერ ჩაერევიან.

„ახლა რაც შეეხება სასამართლოს პროცესს - ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში. ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ. ეს თვითონ იციან“, - აღნიშნა პატრიარქმა.