ოპონენტებს, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებს უარყოფდნენ, პრემიერის განცხადება არ მოეწონებოდათ და ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ოპოზიციის კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ განმარტა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად სწორი განცხადება.
”პრემიერმა ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე, რომლითაც ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება ხელისუფლების შტოებს შორის პასუხისმგებლობები. ისაუბრა სხვა დემოკრატიულ საწყისებზე. ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და რა ფუნქციები, რა უფლებამოვალეობები უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, როგორ უნდა განვითარდნენ დემოკრატიული ინსტიტუტები და როგორ უნდა აისახოს ეს ყველაფერი საქართველო კონსტიტუციაში. ისაუბრა ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის პოზიტიურ მხარებზე.
რა თქმა უნდა, ოპონენტებს, რომლებსაც წარსულში ამასთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობები ჰქონდათ, დემოკრატიულ პრინციპებს უარყოფდნენ და ამაზე იყო მათი პოლიტიკა აგებული, ეს მიდგომა, ეს განცხადება არ მოეწონებოდათ. ამაში გასაკვირი და განსაცვიფრებელი ნამდვილად არაფერია, ეს არის მათი პოლიტიკური ხასიათის გამოვლინება”,- აღნიშნა მდინარაძემ.