ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ

ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს - ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ბრძანა.

შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი დღეს საპატრიარქომ გაავრცელა.

”ღმერთმა დადგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან, თქვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა”, - ბრძანა უწმინდესმა.