საპატრიარქო პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას ასაჯაროებს

საპატრიარქო პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას ასაჯაროებს

საპატრიარქო პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას ასაჯაროებს საპატრიარქო უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას ასაჯაროებს. ”როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.