დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის უფროსის განცხადება გონივრულ კრიტიკას სცდება

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის უფროსის განცხადება გონივრულ კრიტიკას სცდება

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები გონივრულ კრიტიკას სცდება.

"ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადაცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულველყოფს ესეიგი არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს . რაღა უნდა ითქვას: ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ... ან იმედი აქვს გადააყენებენ ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას .... რაც არუნდა იყოს ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას რის მეშვეობით ნეფსით თუ უნებლიედ (ამას ვუტოვებ) გარდაიქმნება ოცნების მოყვანილ პრეზიდენტიდან ნაცგაერთიანების კანდიდატად ... აქ ქვეყნის ინტერესები არ სჩანს არსად! პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს თუ ქვეყნის სუვერენობა დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება, ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირად პოლიტიკურ ამბიციებისთის და ანგარიშსწორებისთის, ამორალურიცაა და მიუღებელი!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.