კონსტიტუციის პროექტიდან გამქრალია მუხლი, როდესაც 6-7 მინისტრის ცვლილების შემდეგ ხელახლა უნდა მომხდარიყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

კონსტიტუციის პროექტიდან გამქრალია მუხლი, როდესაც 6-7 მინისტრის ცვლილების შემდეგ ხელახლა უნდა მომხდარიყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დღეს კონსტიტუციის პროექტიდან გამქრალია ის მუხლი, როდესაც 6-7 მინისტრის ცვლილების შემდეგ ხელახლა უნდა მომხდარიყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას კონსტიტუციის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს შეიძლება მინისტრთა კაბინეტის წევრები ისე შეიცვალონ, რომ პარლამენტის ნდობის გამოცხადება აღარ იყოს საჭირო.

”დღეს პრემიერი ამტკიცებს, რომ გამარტივდა მთავრობის უნდობლობის საკითხის გამოცხადება პარლამენტის მხრიდან. მე შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი, ვინც დღეს უმრავლესობაშია, იატაკზე ხოხავდა 2010 წელს, სანამ არ მიაღწია იმას, რომ ჩაგვედო კონსტიტუციაში, რომ მეექვსე-მეშვიდე მინისტრის ცვლილების შემდეგ თავიდან მომხდარიყო ნდობის გამოცხადება პარლამენტის მიერ. ეს მუხლი ახალ კონსტიტუციაში გაქრა. ახლა მინისტრები ისე შეიცვლებიან ცხვირსახოცივით, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს, რატომ და რისთვის შეიცვალა და მთავრობა გააგრძელებს თაფლსა და მურაბაში ყოფნას ისე, რომ პარლამენტს არაფერს დაეკითხება”, -განაცხადა გიგი უგულავამ ”პალიტრანიუსის” ეთერში.