„დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია“ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას მიესალმება

„დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია“ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას მიესალმება

„დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია“ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას მიესალმება. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ავალებს, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ასოციაციის აზრით, საკონსტიტუციო ნორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს სხვა ნორმატიული აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. 

„მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო ნორმის ამოქმედება მკაფიო გზავნილია ქართული სახელმწიფოსაგან ქართული დიასპორისადმი, რომ სახელმწიფო კისრულობს თავისი წილ ვალდებულებას დიასპორასთან ურთიერთობაში. სახელმწიფო იზრუნებს არამარტო უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქე თანამემამულეების კავშირის შენარჩუნებაზე სამშობლოსთან. 

ვფიქრობთ საკონსტიტუციო ნორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს სხვა ნორმატიული აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რათა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების განხორციელების პირობები. 
ამიტომაც, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ აქტიურად ჩაერთვება კანონშემოქმედებითსაქმიანობაში და თავის წვლილს შეიტანს ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის განვითარების საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.