ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებს მთელმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა

ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებს მთელმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა

„გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდმარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს კონსტიტუცია მოემსახურება მოქალაქეების უფლებების რეალურ დაცვას. „გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115 დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს, რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერი საპარლამენტო მოდელი გვექნება. იქნება მაკონტროლებელი ინსტიტუტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახით, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.

ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას. ეს მართლაც არის ისტორიული ეტაპი და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.