დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა

დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა

დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა. პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს.

ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე დარჩენას ფიქრობდეს და ეს განცხადებებიც სწორედ ამას უკავშრდებოდეს.

„მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ხალხის ვითომცდა პოზიციას. სხვას ვერაფერს ვიტყვი. დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა. პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ვფიქრობ, თუკი ხალხის ინტერესებზეა საუბარი, სწორედ მან უნდა გაითვალისწინოს ამის აუცილებლობა. მე ვერ ვილაპარაკებ მის მაგივრად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ, როცა იმყოფები იმ პოზიციაზე, როცა გავლენა შეგიძლია მოახდინო ჩვენს სანუკვარ მიზანზე, რასაც სტაბილურობა წარმოადგენს, ცოტა ათჯერ მაინც უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

პრეზიდენტი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას და აღნიშნა, რომ ესაა დოკუმენტი ნულოვანი კონსენსუსით.