თავშესაფრის მიცემა პრეზიდენტის უფლებამოსილებების სფეროდან ამოდის

თავშესაფრის მიცემა პრეზიდენტის უფლებამოსილებების სფეროდან ამოდის

თავშესაფრის მიცემა პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. ის, რასაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს და რაც ასევე ასახული იყო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებულ პროექტში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტიდან ამოღებულია.

პრეზიდენტი მოქალაქეობის მიცემისა და შეწყვეტის უფლებამოსილებას ინარჩუნებს.

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით მიიღებს.