ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ

ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ

ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ, - აღნიშნულის შესახებ ისრაელის შს მინისტრმა არიე დერიმ განაცხადა.

„ინფილტრაცია აფრიკის ქვეყნებიდან სერიოზული პრობლემაა, თუმცა ჩვენ სხვა პრობლემის წინაშე დავდექით, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაცია“, - განმარტა მინისტრმა.

არიე დერის თქმით, საქართველოდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები ბენ-გურიონის აეროპორტიდან ავტობუსებით მიჰყავთ თელ-ავივში თავშესაფრის შესახებ განცხადებების მიღების ოფისში.

„ამგვარი განცხადების შეტანის შემდეგ შეუძლებელია მათი დეპორტირება, ვიდრე კომისია განაცხადს არ განიხილავს და ოფიციალურ პასუხს არ გასცემს“, - განაგრძო მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და პირველად მოწყობაზე.