სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ.

როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუმარტა, საქმე ეხება მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც 50 მილიონი ევროს შესაძლო გათეთრების საქმეს ეხება.

ედიშერ ქარჩავას თქმით, ინფორმაცია არ აქვს იმ მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიღო საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში და უმჯობესია ამის შესახებ მამალაძის ადვოკატებმა განმარტონ.

კითხვაზე, იყო თუ არა 50 მილიონი ევროს შესაძლო გათეთრების თემაზე გაკეთებული განცხადება საპატრიარქოსთან შეთანხმებული, ედიშერ ქარჩავამ განმარტა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.

„ინფორმაციასთან დაკავშირებით საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ მე არ მქონდა შეთანხმებული. იმ საკითხებზე, რაც მიმაჩნია, რომ ეკლესიის ინტერესებს ემსახურება, მზად ვარ გავაკეთო ჩემი პირადი განცხადებები. ვინაიდან ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს, ეკლესია ყოველთვის კანონიკური სამართლის ნორმებით შემოიფარგლება. ეს ნორმები საზოგადოებრივ ასპარეზზე ვერ გამოდგება. როდესაც შენ გებრძვიან უკანონო მეთოდებით, ეკლესიის წევრი ვალდებულია, დაიცვას ეკლესია. მამა გიორგი მამალაძემ მოითხოვა 50 000 ლარის დაკისრება ჩემთვის, თითქოს მე პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება გავაკეთე. თუმცა საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო“, - ედიშერ ქარჩავამ.