საზოგადოებამ, რომლის გადასახადებიდან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უნდა იცოდეს, რა ცვლილებები და რეგულაციები განხორციელდება

საზოგადოებამ, რომლის გადასახადებიდან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უნდა იცოდეს, რა ცვლილებები და რეგულაციები განხორციელდება

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის დაინტერესება მაღალია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებნ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოებამ, რომლის გადასახადებიდან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უნდა იცოდეს რა ცვლილებები და რეგულაციები განხორციელდება.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს მოხდება საზოგადოებასთან ერთად, მაღალი ჩართულობით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ცვლილებაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, მასზე იყოს ძალიან სკურპულოზური განხილვა. საზოგადოებამ, რომლის გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, კარგად უნდა იცოდეს, თუ რა რეგულაციები იქნება მასთან დაკავშირებით. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის დაინტერესება მაღალია. ვთვლით, რომ მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რათა მომავალში მაუწყებელმა სრული ეფექტურობით იმუშაოს. იყოს ლიდერი და მოსახლეობას პირველმა მიაწოდოს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია. საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი ისტორია აქვს. მან ბევრი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მომავალში უფრო დიდი წარმატებით იმუშაოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.