არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა ამის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ

არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა ამის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ

არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოების ძირითადი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულია და მათი ბოიკოტი უფრო პოლიტიკური პროცესია.

„არასამთავრობოების მოწოდებაც და სურვილიც იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. კონსტიტუციური ცვლილებების ტექსტი ჩვენ არასამთავრობოებთან გავლილი გვაქვს. მათი რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის გათვალისწინებული და ასახული დოკუმენტში. მათი სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. ასე რომ, ეს უფრო პოლიტიკური პროცესია,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღარ ჩავერთვებით საკომიტეტო მოსმენებში, იმიტომ, რომ მთელი ეს პროცედურა აზრს კარგავს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით “საერთაშორმისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, მმართველი პარტიის მიერ პროცესისადმი არ არსებობს ჩამოყალიბებული მიდგომა, შესაბამისად, პროცედურა ფარსს ემსგავსება.