მინისტრები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კახი კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს

მინისტრები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კახი კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს

საქართველოს მთავრობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კახი კალაძე აღარ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" და ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

"მე ვერ დაგიდასტურებთ ამას, არ მსმენია ამის შესახებ", - განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

"თუ თქვენ გულისხმობთ 10-5 წლის შემდგომ პერიოდს, ჩვენ შეგვიძლია მომავალში ვიმსჯელოთ ამაზე. ამ წუთში რაღაც ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვინ იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი, გამოცხადება უახლოეს პერიოდში და მოვიგებთ კიდეც არჩევნებს",- განაცხადა

თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განაახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.