პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, მოქმედი კონსტიტუციური კანონი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით და ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა, კონსტიტუციური კანონი გაუმართავია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.

ახალი კონსტიტუციური კანონით არ იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, უფლებამოსილებისა და ინსტიტუციური მოწყობის განსაზღვრის საერთო პრინციპები, რომლებსაც მოქმედი კონსტიტუციური კანონი ეფუძნება.

ამასთან, დღეს, 15:00 საათზე გაიმართება კენჭისყრა, სადაც პირველი მოსმენით გავა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი.

დღევანდელ განხილვასა და კენჭისყრის პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს.