პრემიერმა მეექვსმილიონე ტურისტის სარეკლამო პროექტის მონაწილეებს კანის ფესტივალზე მოპოვებული წარმატებისთვის  მადლობა გადაუხადა

პრემიერმა მეექვსმილიონე ტურისტის სარეკლამო პროექტის მონაწილეებს კანის ფესტივალზე მოპოვებული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა

„მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს 6 მილიონ 400 ათასამდე ტურისტი იყო საქართველოში ჩამოსული და მეექვსემემილიონე ტურისტის ვიდეორგოლი მომზადდა კომპანია „უინდფორსის“ მიერ.

პროექტი განხორციელდა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით და მე მინდა, პირველ რიგში, კომპანია „უინდფორსს“ და ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტს, ტურიზმის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამ ვიდეროგოლს აქვს ძალიან ბევრი ნახვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვების მერე ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს კიდევ ამ ვიდეორგოლს, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცახდა პრემიერმა.