ისევე, როგორც იყო და აღარ არის ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოვა დრო და აღარ იქნება ”ქართული ოცნება”

ისევე, როგორც იყო და აღარ არის ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოვა დრო და აღარ იქნება ”ქართული ოცნება”

ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ”შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონსენსუსის მიღწევაზე ნაკლები მუშაობა იყო. ამ კონტექსტში საუბრისას კი უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი ერთ პარტიასა და ადამიანეზა მორგებული.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ”ქართული ოცნება” ორი წლის წინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათ მიერ პარლამენტში ინიცირებულ პუნქტს წარადგენდა, გამოსავალიც მარტივად მოიძებნებოდა.

“ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია. ცხოვრება თავისი გზით მიდის, ისევე, როგორც იყო და აღარ არის ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოვა დრო და აღარ იქნება ”ქართული ოცნება”. არადა ქვეყნის ძირითად ფუნდამენტს ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია და ნებისმიერი ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, მას ხალხისგან ექნება დაკვეთა, კონსტიტუციის ჩასწორების, რადგან ეს ერთ გუნდზე და ერთ ადამიანზეა მორგებული.

ვენეციის კომისიაც ამიტომ მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონსენსუსი მოიძებნოს. აქ გამოსავალი იყო ძალიან მარტივი, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება, ზუსტად იმ პუნქტზე, რომელიც ”ქართულ ოცნებას” ორი წლის წინ თავად ჰქონდა პარლამენტში ინიცირებული”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.