დღევანდელი კონსტიტუცია არის ყველაზე მეტად ხელსაყრელი მმართველი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ წავედით სხვა გზით - ვზღუდავთ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს

დღევანდელი კონსტიტუცია არის ყველაზე მეტად ხელსაყრელი მმართველი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ წავედით სხვა გზით - ვზღუდავთ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს

დღევანდელი კონსტიტუცია არის ყველაზე მეტად ხელსაყრელი მმართველი გუნდისთვის, თუ მას უნდა მაქსიმალურად გაიმყაროს თავისი პოლიტიკური პოზიციები, ჩვენ წავედით სხვა გზით, ვზღუდავთ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიამ 4 თვის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა იმისთვის, რომ მომზადებულიყო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი.

”დღევანდელი კონსტიტუცია არის ყველაზე მეტად ხელსაყრელი მმართველი გუნდისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს. ეს არის ყველაზე ხელსაყრელი კონსტიტუცია, თუ მმართველ გუნდს უნდა მაქსიმალურად გაიმყაროს თავისი პოლიტიკური პოზიციები. ჩვენ წავედით სხვა გზით, ვზღუდავთ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, ეს მიზანი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ავტოკრატიის ყოველგვარი საფრთხე.

ეს იყო ჩვენი ამოცანა, ამისთვის შეიქმნა დეკემბერში საკონსტიტუციო კომისია და ამისთვის მივუძღვენით ჩვენ ყოველდღიური დაუღალავი შრომა 4 თვის განმავლობაში იმას, რომ მომზადებულიყო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით. ეს არის ამომრჩევლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად იქნება სათანადოდ რეალიზებული”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.