დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოპოზიციური სპექტრი არ არის მომწიფებეული კონსენსუსისა და კომპრომისისთვის

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოპოზიციური სპექტრი არ არის მომწიფებეული კონსენსუსისა და კომპრომისისთვის

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ ოპოზიციური სპექტრი არ არის მომწიფებეული კონსენსუსისა და კომპრომისისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თანმიმდევრულობის გარეშე პოლიტიკაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ”თანმიმდევრულობაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც ერთი და იგივე პროცესიდან ორჯერ გადიხარ. აბსოლუტურად ირაციონალურია ასეთი ნაბიჯები. ჯერ გახსოვთ კომისიიდან, ახლა უკვე პლენარული სხდომიდან გასვლა. ეს არის არათანმიმდევრულობის ძალიან ნათელი მაგალითი, რის პირობებში საუბარიც კი ზედმეტია ამ ძალების პოლიტიკურ წარმატებაზე.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის საარჩევნო სისტემის კონტექსტში იმაზე, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში კონსენსუსის და კომპრომისის მიღწევისთვის არ არის მომწიფებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. პირველ რიგში ჩვენი, ”ქართული ოცნების” ვალია ეს სინამდვილე შევცვალოთ და თანდათანობით ჩამოვაყალიბოთ ის სინამდვილე, ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც მომავალში შესაძლებელს გახდის კონსენსუსსა და კომპრომისს.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ ოპოზიციური სპექტრი არ არის მომწიფებეული კონსენსუსისა და კომპრომისისთვის”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.