ძალიან მიხარია, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა

ძალიან მიხარია, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა

ძალიან მიხარია, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია აბსოლუტურად ჯანსაღი და დემოკრატიულია, რაც ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული. პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, გაკეთებული განცხადებების გამო ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“ეს არის ნამდვილად ისტორიული პროცესი, რადგან ჩვენ პროავტორიტარულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატილი, აბსოლუტურად ჯანსაღი კონსტიტუციით. ჩვენ ვართ ამ ისტორიული პროცესის მონაწილეები, რაც მინდა მოგილოცოთ. ძალიან მიხარია, რომ მიღწეულია კონსენსუსი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. აქ აზრთა სხვადასხვაობა არაერთხელ იყო ნეგატიურად წარმოჩენილი და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა წარსულიდან მოდიან ჩვენი ოპონენტები. ეს არის ძალიან მძიმე წარსული. წარსული, სადაც ოპონირება ნიშნავს სხვა რამეს. ჩვენთვის ოპონირება ნიშნავს დემოკრატიას, პლურალიზმი ნიშნავს დემოკრატიას. ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდი არის ცოცხალი, ჯანმრთელი და ამას ჩვენ მივესალმებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.