”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის იდეა არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, თავი ქუდში აქვთ და არ უნდათ, სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი

”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის იდეა არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, თავი ქუდში აქვთ და არ უნდათ, სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი

აქვთ და არ უნდათ, სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი ”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის იდეა არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, რომ თავი აქვთ ქუდში და არ უნდათ, სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი, - აღნიშნული განაცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აუცილებლად გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხოლო ”ბონუსის” სისტემასთან დაკავშირებით თეორიული რისკებიც მოიხსნება.

“ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად გადავა უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე. ეს რა თქმა უნდა, აისახება შემდგომ არჩევნებზე, როდესაც მზად ვართ, დავწიოთ საარჩევნო ბარიერი. რა თქმა უნდა, ”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის დაწევის იდეა არ მოეწონება, რადგან ჰგონიათ, რომ დღეს, როცა პარლამენტში არიან და გაყოფილი ”ნაციონალური მოძრაობის” ხმებით ფრაქციის შექმნის უფლება მოიპოვეს, თავი ქუდში აქვთ და არ უნდათ, რომ სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი. არ სურთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიებთან კონკურენტულ რეჟიმში აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ამ ინიციატივას დადებითად არ გამოეხმაურნენ. მაგრამ არა მგონია, რომ სხვა პარტიები, რომლებიც დღეს პარლამენტს გარეთ არიან, იგივეს ფიქრობენ 3%-იან ბარიერზე”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.