ჩვენ დღეს ვცვლით კონსტიტუციას, რომელიც ყოველ წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა

ჩვენ დღეს ვცვლით კონსტიტუციას, რომელიც ყოველ წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა

ჩვენ დღეს ვცვლით კონსტიტუციას, რომელიც ყოველ წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა და რომელსაც აშკარად ეტყობა ეს მიდრეკილებები, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი და როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმა აჩვენა, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის.

”ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ბატონები და ქალბატონები რას ამზადებდნენ, როცა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს. ისინი ამზადებნენ საჭადრაკო როქს. თავი რომელ ფიგურად წარმოედგინათ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აპირებდნენ, პრეზიდენტისა და პრემიერის ადგილები გაეცვალათ და აი ასე დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში კიდევ ძალიან დიდი ხნით. ეს მაშინ, როცა ხალხისგან მინიმალური ლეგიტიმაციაც არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, მაშინ ეს პარტია მათ პირწმინდად წააგეს - რა თქმა უნდა, მხოლოდ როქით ვერასდროს მოიგებდნენ ქართველი ხალხის გულს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.