დავით ბაქრაძე კონსტიტუციის პროექტზე: ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი

დავით ბაქრაძე კონსტიტუციის პროექტზე: ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი

მთავარი პრობლემა, რაც ამ კონსტიტუციაშია, არის ძალიან დიდი რაოდენობა ერთჯერადი გამონაკლისი მექანიზმების, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო პროექტი საზოგადოებას რამდენიმე ნიშნით დაამახსოვრდება. „საკონსტიტუციო პროექტი რამდენიმე ნიშნით დაამახსოვრდება საზოგადეობას. წარმოდგენილი ცვლილება ხალხს ართმევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას. პროექტი ასევე არის შეცვლილი საწყის ვარიანტთან შედარებით და რვა წლით არის გადადებული ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც შეიძლება რაიმე დადებითი ყოფილიყო ამ კონსტიტუციაში. საუბარი მაქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. არსებობს სრული ანტიკონსენსუსი წარმოდგენილი დოკუმენტის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი არასამთავრობო სექტორი, ყველა მოქმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის წაინააღმდეგი წარმოდგენილი ცვლილების. ეს ნიშან-თვისება განსაზღვრავს, თუ რა სახის დოკუმენტთან გვაქვს საქმე და რამდენად ღირს მისი მხარდაჭერა.

მთავარი პრობლემა, რაც ამ კონსტიტუციაშია, არის ძალიან დიდი რაოდენობა ერთჯერადი გამონაკლისი მექანიზმების, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი. ჩვენ გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირ, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე აირჩევა პირდაპირი წესით. გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ გადავდივართ ახალ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე საარჩევნო სისტემა რჩება ისეთი, როგორიც დღეს არის. გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ ბარიერი რჩება ხუთი პროცენტი, მაგრამ ერთჯერადად იქნება სამი პროცენტი. გამონაკლისია ისიც, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ ხუთი წლით, მაგრამ ერთჯერადად ავირჩევთ ექვსი წლით. ასეთი გამონაკლისები მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.