ანაკლიის თემაზე მთავრობასთანაც გვქონდა კონსულტაციები და საჭიროა განსაკუთრებული რეგულაცია, ალბათ, კონსტიტუციის დონეზე

ანაკლიის თემაზე მთავრობასთანაც გვქონდა კონსულტაციები და საჭიროა განსაკუთრებული რეგულაცია, ალბათ, კონსტიტუციის დონეზე

რაც შეეხება ანაკლიის თემას, ჩვენ მთავრობასთანაც გვქონდა კონსულტაციები და საჭიროა განსაკუთრებული რეგულაცია, ალბათ, კონსტიტუციის დონეზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„რაც შეეხება ანაკლიის თემას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან დაისვა, ჩვენ გვქონდა მთავრობასათანაც კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, საჭიროა განსაკუთრებული რეგულაცია, ალბათ, კონსტიტუციის დონეზე და ამაზეც ალბათ, საკომიტეტო მოსმენის ფაგლებში უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა კობახიძემ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს ანაკლიის თემასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა.

„ანაკლიის პორტთან და მასთან დაკავშირებულ პროექტთან დაკავშირებით, ალბათ, ჩვენ სპეცრეგულაციების შემოღება მოგვიწევს და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ შესაბამისი კომიტეტების ფარგლებში, იქნებ მოხდეს იმ ძირითადი პრინციპების დაზუსტება კონსტიტუციის დონეზე, რასაც შემდგომში დაეფუძნება ეს სპეციალური რეგულაციები, რომლებიც ალბათ, აუცილებლად იქნება საჭირო“, - განაცხადა კაკულიამ.