ერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, თორემ ყველანაირი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს, ჩართულიყო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

ერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, თორემ ყველანაირი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს, ჩართულიყო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

ერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, თორემ ყველანაირი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს, ჩართულიყო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისგან ვერ მოისმინეს ვერანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ ერთვებოდა 4 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

”აქ ითქვა, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყავით პრეზიდენტის ჩართულობა საკონსტიტიციო კომისიის მუშაობაში. მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი. ათასგვარი ფორმით ვთხოვეთ პრეზიდენტს - ერთი მუხლებზე არ დავმდგარვართ, ყველანაირად ვთხოვეთ, რომ ჩართულიყო კომისიის მუშაობაში. არგუმენტი ვერანაირი ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ერთვებოდა 4 თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ამას დაუპირისპირდა პრეზიდენტის აბსოლუტურად არაპრაგმატული და და დესტრუქციული პოზიცია”,- განაცხადა კობახიძემ.