ნატოს განმარტებით, გამანადგურებელი F-16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა

ნატოს განმარტებით, გამანადგურებელი F-16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა

ნატო-ს გამანადგურებელმა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს „ტასს“ ნატო-ს შტაბ-ბინაში განუცხადეს.

ნატოს-ს განმარტებით, F-16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა.

რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიახლოებოდა. შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.

სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიჰყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.