იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე, კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო

იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე, კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით საქმე არის აბსურდულად, რადგან ერთი კვირის წინ იყო სხვა კონსტიტუცია, დღეს კი უმრავლესობამ საზოგადოებას მეორე კონსტიტუცია შემოაპარა.

,,კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს შეიძლება ერთი წლით გაუხანგრძლივდეს არსებობა, თუმცა ამასაც აპირებენ. გვაქვს აბსურდულ ვითარებასთან საქმე. საერთოდ გაუგებარია რას აპირებენ. იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე. ზუსტად ხანუმას კომედიაა, პატარძალს რომ შეგიცვლიან ქორწილის ღამეს. კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს