ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს მიახლოებოდა

ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს მიახლოებოდა

ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიახლოებოდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსულმა გამანადგურებელმა Су-27-მა ნატო-ს გამანადგურებელის ეს მცდელობა აღკვეთა.

შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.

სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.