პატრიარქის დავალებით, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა განუცხადა, სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესაძლოა, მომავალი კვირის სამშაბათს, 27 ივნისს შევიდნენ.
არქიმანდრიტისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად, რომელ საათზე იქნება შესაძლებელი საპატიმროში შესვლა.
„სავარაუდოდ ორშაბათს მომზადდება საბუთები ციხეში შესასვლელად და სამშაბათს შევალთ მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილი მამა გიორგის სანახავად“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.