მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან არავითარი კითხვები არ მქონია

მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან არავითარი კითხვები არ მქონია

არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული უარყოფს, რომ მას პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიმართ კითხვები ჰქონდა. შესაბამისი კომენტარი არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

მამა დავით ჭინჭარაულის თქმით, ერთადერთი, რაზეც იგი შეხვედრის დროს საუბრობდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ზიარების საკითხი იყო, რასთან

დაკავშირებითაც პატრიარქს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მიმართა.

„მე არავითარი კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი შეეხო მამა გიორგის მონახულებას და მისმა უწმინდესობამ დაგვავალა მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილს, რომ მოვინახულოთ მამა გიორგი ციხეში. როდესაც იკითხა მამა გიორგის ძმამ, თორნიკემ მამა გიორგის მონახულებაზე, მე ვუთხარი ზიარების შესახე, რომ მე და მამა კახაბერს დაგვავალა მისმა უწმინდესობამ, მოვინახულოთ ეს ადამიანი ციხეში. ეს იყო და ეს. სხვა საუბარი იქ არ ყოფილა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა.