კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია

კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია

საქართველოს კონსტიტუციაში სავარაუდოდ აღარ ჩაიწერება, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.

ქვეყნის მთავარ კანონში ასეთი ჩანაწერის გაკეთება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით იყო დაგეგმილი, თუმცა პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, ჩანაწერი ამოღებულია.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით განიხილავს.