პატრიარქთან შეხვედრას დადებითად ვაფასებ, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები

პატრიარქთან შეხვედრას დადებითად ვაფასებ, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა.

როგორც თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, უწმინდესმა ოჯახის წევრები დალოცა და მათ იგივე გაუმეორა, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას ბრძანა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასდროს არაფერი გაუგია.

”შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.