თურქეთში ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა

თურქეთში ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა

თურქეთში, ქალაქ ედირნეში პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავა, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა. გარდა საქართველოს მოქალაქისა, ჯგუფის წევრები სირიის, ირანისა და ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციელი ნარკოტიკების შეძენის მსურველი პირის სახით დაუკავშირდა ჯგუფს და მათგან ნიმუშის სახით 10 გრამი ჰეროინი მიიღო, რის შედეგადაც ნარკორეალიზატორების დაკავება მოხდა.