„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თანამდებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თანამდებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თანამდებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი კანდიდატებიდან უმრავლესობას საკუთარი ხედვაც არ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაშია.

„ევროპული საქართველო“ შეხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ნაწილს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია იმასთან დაკვშირებით, თუ რა პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, როგორ უნდა დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს. ამ საკითხებთან დაკავშირებით კანდიდატებს ხედვა არ წარმოუდგენიათ, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. „ერვოპული საქართველო“ შეჯერდა, რომ მხარი დაუჭიროს ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას, რომელიც არის არასამთავრობო სექტორიდან, რომელიც არის ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი. მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, თუმცა ერთი ადამიანი ამისთვის საკმარისი არ იქნება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტმა მიმდინარე კვირაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიოს.